იაროსლავლი
From Wikipedia, the free encyclopedia
იაროსლავლი (რუს. Ярославль) — ქალაქი ჩრდილოეთ რუსეთში. 2002 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 605,200 ადამიანს და რუსეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით 21-ე ადგილი უკავია, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 2,947 ადამიანს. ფართობი 205.37 კმ². დასახლებული პუნქტიდან 249 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი მოსკოვი. სიახლოვეს მდებარეობს ტოლგის ცნობილი მონასტერი, რომელიც აშენდა 1313 წელს. იაროსლავლი იყოფა ექვს რეგიონად. ქალაქი გაშენებულია მდინარე ვოლგის ნაპირებზე. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი — იანვარი და თებერვალი. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 591 მმ. წარმოადგენს იაროსლავლის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
იაროსლავლი Ярославль | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | იაროსლავლიიაროსლავლის ოლქი| იაროსლავლი | ||||
შიდა დაყოფა | Leninsky District, Yaroslavl, Dzerzhinsky District, Q4183258?, Kirovsky District, Krasnoperekopsky District და Frunzenskiy District, Yaroslavl | ||||
კოორდინატები | 56°57′37″ ჩ. გ. 39°51′00″ ა. გ. | ||||
მერი | ევგენი ურლაშოვი | ||||
დაარსდა | 1010 | ||||
პირველი ხსენება | 1071 | ||||
ფართობი | 205.37 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 100 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 605,200 კაცი (2002) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5, ზაფხულში UTC+6 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 4852 | ||||
საფოსტო ინდექსი | 620xxx | ||||
ოფიციალური საიტი | city-yar.ru | ||||
დაარსდა 1010 წელს. მის დაარსებას წინ უძღოდა ამ ტერიტორიებზე ვიკინგების შემოსევები, 1462 წლიდან იაროსლავლი შედის მოსკოვის დიდი სამთავროს შემადგენლობაში.