იაჰმეს I
From Wikipedia, the free encyclopedia
იაჰმეს I, ასევე იაჰმოსი (დ. ძვ. წ. 1560; გ. ძვ. წ. 1525) — ეგვიპტის ფარაონი, XVIII დინასტიის პირველი მმართველი და დამაარსებელი. მისი მმართველობის ხანას სხვადასხვაგვარად ათარიღებდნენ: ძვ. წ. 1530-1504 წლები (ვოლფგანგ ჰელკი) ან ძვ. წ. 1539-1514 წლები (კრაუსი). უფრო ახალი გამოკვლევებით (იურგენ ფონ ბეკერათი) მისი მმართველობის პერიოდი ძვ. წ. 1550-1525 წლებითაა განსაზღვრული. იაჰმესის სახელს უკავშირდება ჰიქსოსების წინააღმდეგ გამართული წარმატებული ბრძოლა, რომლის შედაგადაც ზემო ეგვიპტე მათი ბატონობისაგან გათავისუფლდა და ამგვარად შეიქმნა ერთიანი ეგვიპტის ახალი სამეფო.