იოანე პეტრიწი
ქართველი ფილოსოფოსი, მე-12 საუკუნის სქოლასტიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
იოანე პეტრიწი — XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი (გადმოცემით იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელსაც უწოდებდნენ). ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მხოლოდ XVIII საუკუნის მწიგნობარნი იუწყებიან, რომ იოანე პეტრიწი სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა. იოანე ბატონიშვილის ცნობით კი იოანე პეტრიწი გურიიდან იყო. ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ ბიზანტიური რენესანსის წარმომადგენლები: მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი.
სწრაფი ფაქტები იოანე პეტრიწი, დაბადების თარიღი ...
იოანე პეტრიწი | |
---|---|
იოანე პეტრიწის მონუმენტი თბილისში | |
დაბადების თარიღი | XI საუკუნე |
გარდაცვალების თარიღი | XII საუკუნე |
სხვა სახელები | იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელა |
ეროვნება | ქართველი |
პროფესია | ფილოსოფია |
დახურვა