კანადის არქტიკული არქიპელაგი
From Wikipedia, the free encyclopedia
კანადის არქტიკული არქიპელაგი (ინგლ. Canadian Arctic Archipelago, ფრანგ. Archipel arctique canadien, კანადაში უწოდებენ არქტიკულ არქიპელაგს) — მსოფლიოში ფართობით ერთ–ერთი უდიდესი (1,4 მლნ კმ²) არქიპელაგი. მდებარეობს კანადის კონტინენტური ნაწილიდან ჩრდილოეთით. არქიპელაგის უდიდესი ნაწილი შედის ნუნავუტის, ხოლო მცირე ნაწილი ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიების შემადგენლობაში. არქიპელაგის სამი კუნძული (ბაფინის მიწა, ვიქტორია და ელსმირი) შედიან მსოფლიოს უდიდეს კუნძულთა ათეულში ფართობის მიხედვით. ხოლო კანადის უდიდესი კუნძულების ათეულიდან ცხრა შედის არქიპელაგის შემადგენლობაში.