კანდი
From Wikipedia, the free encyclopedia
კანდი (სინჰალ.මහ නුවර,ტამილ. கண்டி) — ქალაქი ცენტრალურ შრი-ლანკაში. მდებარეობს კანდის მთიანეთის შუაგულში, რომელიც ჩაის პლანტაციებითაა დაფარული. კანდი შრი-ლანკის ცენტრალური პროვინციის დედაქალაქი, მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრია. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 110 049 ადამიანს. ქალაქში მდებარეობს ბუდას კბილის ტაძარი - მთელი მსოფლიოს ბუდისტური საზოგადოების ერთ-ერთი უწმინდესი ადგილი. სინჰაურ ენაზე სიტყვასიტყვით ნიშნავს „დიად ქალაქს“.
კანდი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქალაქის ცენტრი | |
ქვეყანა | შრი-ლანკა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv, vi |
სია | |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 7°17′49″ ჩ. გ. 80°38′18″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
ნომერი | 450 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ქალაქი XIV საუკუნეში დაარსდა და კუნძულის ერთ-ერთ უძველეს დედაქალაქს წარმოადგენს. XV საუკუნიდან 1815 წლამდე იყო სინჰალის საელწმიფოს დედაქალაქი. 1988 წელს, იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. მნიშვნელოვაი ნაგებობაა სასახლე-რეზიდენცია. ქალაქის მახლობლადაა 1821 წელს დაარსებული კანდის ბოტანიკური ბაღი.