კარიბები
From Wikipedia, the free encyclopedia
კარიბები, ასევე ვესტ-ინდოეთი (ესპ. Caribe; ფრანგ. Caraïbes; ნიდერლ. Caraïben; პორტ. Caribe ან Caraíbas) — რეგიონი ამერიკაში, შედგება კარიბის ზღვის, მისი კუნძულების, ბაჰამის კუნძულებისა და გარშემო კონტინენტების ნაპირებისგან. რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ცენტრალური ამერიკის აღმოსავლეთით და სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში.
კარიბები | |
---|---|
ფართობი | 244 890 კმ² |
მოსახლეობა | 42 000 000 ად. (2009) |
მოს. სიმჭიდროვე | 171,506 ად./კმ² |
ქვეყნები | 13 |
ენები | ინგლისური, ესპანური, ფრანგული, ნიდერლანდური და სხვა |
სასაათო სარტყელი | UTC-10 – UTC±0 |
ვესტ-ინდოეთის საწინააღმდეგო ტერმინია ოსტ-ინდოეთი („აღმოსავლეთი ინდოეთი“) — რომელიც მოიცავს სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ვესტ-ინდოეთი და დასავლეთი ინდოეთი — აბსოლუტურად სხვადასხვა რეგიონებია, თუმცა „ვესტ-ინდოეთი“ კი ითარგმნება, როგორც „დასავლეთი ინდოეთი“, მაგრამ ის მაინც მას არ ნიშნავს.
ზოგიერთები თვლიან, რომ უფრო მართალი იქნება თუ ამ ტერმინის სახელი იქნება ვესტ-ინდოეთები (ინგლ. West-Indies, „დასავლეთი ინდოეთები“), რადგანაც ვესტ-ინდოეთები მოიცავს ესპანურ ვესტ-ინდოეთს, პორტუგალიურ, დანიურ და სხვა ვესტ-ინდოეთებს — თითოეული ევროპული სახელმწიფოს მიწებს ამ რეგიონში XV საუკუნის ბოლოდან. ზოგიერთს ამ ვესტ-ინდოეთებიდან ეძახიან ანტილებს, მაგალითად, ინგლისელები ამბობენ ფრანგული ვესტ-ინდოეთი, ხოლო ფრანგები ამბობენ, რომ საფრანგეთის ვესტ-ინდოეთი და საფრანგეთის ანტილები — ეს ერთი და იგივეა. მაგრამ, ამ რეგიონს სახელი — ვესტ-ინდოეთი პირველმა ევროპელმა მეზღვაურებმა შეცდომით დაარქვეს, რადგანაც ისინი ევროპიდან დასავლეთის მიმართულებით მსვლელობისას ფიქრობდნენ, რომ მოხვდნენ ინდოეთში. აქედანაა წარმოშობილი მკვიდრი მოსახლეობის სახელი — ინდიელები. როდესაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ დაიკავა ახალი კონტინენტის მიწები, გაჩნდა ვესტ-ინდოეთის ტერმინიც და იქიდან დაწყებული დასავლეთი ინდოეთი და ვესტ-ინდოეთი ერთმანეთში აღარ ერეოდათ. ასე რომ ვესტ-ინდოეთი და ვესტ ინდოეთები გარკვეულ ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობისაა. პირველი აღნიშნავს მთელ რეგიონს, ხოლო მეორე პოლიტიკურ-ეკონომიკურ (სავაჭრო) წარმონაქმნს ამ რეგიონში.