კელტები
From Wikipedia, the free encyclopedia
კელტები (ლათ. Celtae, ბრეტ. Kelted, უელ. Y Celtiaid, ირლ. Na Ceiltigh, გელურ. Ceilteach, მენ. NY Celtiee, კორნ. Kelt) — ნათესავები ენით და მატერიალური კულტურით ინდოევროპული წარმოშობის ტომები, ანტიკურ დროს ერების მიჯნაზე ეკავათ საკმაოდ ვრცელი ტერიტორია დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ძველად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პაგანისტური ცივილიზაცია იყო სწორედ ანტიკური კელტების ცივილიზაცია, რომლის კვალიც დღევანდელობამდე ძირითადად პოპულარული მითების, ზღაპრებისა და ლეგენდების სახით მოვიდა. ყველაზე ცნობილი ლეგენდა მეფე არტურის, მისი მრგვალი მაგიდის რაინდებისა და ბრძენი ჯადოქარი მერლინის ლეგენდაა. ცნობილი ფრანგული კომიქსის პერსონაჟები ასტერიქსი და ობელიქსიც დაკავშირებულნი არიან კელტებთან. (ასტერიქსი - კელტი ხალხის ერთგული შვილი). ასევე ცნობილი მწერალი ჯონ რონალდ ტოლკინი, „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის ავტორიც, თავის ჯადოსნურ სამყაროს სწორედ კელტური მითებისა და ზღაპრების საფუძველზე აგებდა.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კელტები}} |