კლუბი (ტელესერიალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კლუბი (ინგლ. Glee) — ამერიკული ტელესერიალი, რომელშიც შერწყმულია მიუზიკლი, დრამა და კომედია. გადაიცემა FOX-ის ეთერში 2009 წლის, 19 მაისიდან.[1] სერიალი მოგვითხრობს ოჰაიოს, უილიამ მაკ-კინლის სახელობის სკოლაში არსებულ მუსიკალურ კლუბ - ახალ მიმართულებაზე (New Directions) და მის წევრებზე რომლებიც განსხვავებული რელიგიის, რასის, სექსუალური ორიენატიისა და სოციალური ფენის ადამიანები არიან. კლუბის ხელმძღვანელი ამავე სკოლის ესპანური ენის მასწავლებელი, უილ შუსტერია. რომლის როლსაც მეთიუ მორისონი ასრულებს. სერიალის ავტორები რაიან მერფი, ბრედ ფელჩაკი და იენ ბრენანი არიან. პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდი 2010 წლის 9 ივნისს გავიდა და 10.92[2] მილიონმა ადამიანმა უყურა FOX-ის ეთერში. სერიალი 2010 წლის 21 სექტემბერს განახლდა. მეორე სეზონის ბოლო ეპიზოდი - New York, 2011 წლის 24 მაისს იხილა 11.80[3] მილიონმა ადამიანმა. მესამე სეზონის პრემიერა 2011 წლის 20 სექტემბერს შედგა. მის პირველი ეპიზოდს - The Purple Piano Project 9.21[4] მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.
კლუბი | |
---|---|
Glee | |
ავტორი |
რაიან მერფი ბრედ ფელჩაკი იენ ბრენანი |
სცენარი |
რაიან მერფი ბრედ ფელჩაკი იენ ბრენანი |
მონაწილეობენ |
ლია მიშელი კორი მონტითი მეთიუ მორისონი ჯეინ ლინჩი კრის კოლფერი დიანა ეგრონი კევინ მაკჰეილი ნაია რივერა დარენ კრისი ჰეიზერ მორისი მარკ სელინგი ემბერ რაილი ჰარი შუმი ჯენა ესკოვიჩი |
ქვეყანა | აშშ |
სეზონი | 5 |
ეპიზოდი | 96 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი |
ალექსის ბრაიან ვუდალი მაიკლ ნოვიკი კენეტ სილვერსტეინი |
ხანგრძლივობა | 42—48 წთ. |
ორიგინალური არხი | FOX |
პირველად ეთერში | 19 მაისი, 2009 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |