კორეული ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
კორეული ენა — კორეელების ენა, გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეაში. კორეულად მოლაპარაკეთა რიცხვი 78 მილიონზე მეტი კაცია. სამხრეთ კორეაში კორეულის ლოკალური სახელწოდებაა ჰანგუკმალი (hangukmal - 한국말), ან ჰანგუგო (hangugeo - ჰანგილზე: 한국어, - ჰანჯაზე: 韓國語), ჩრდილოეთ კორეაში კი ჩოსონმალი (chosŏnmal - 조선말), ან ჩოსონო (chosŏnŏ - 조선어, 朝鮮語).
კორეული იზოლირებული ენაა, რომლის გენეტიკური კავშირებიც მხოლოდ ჰიპოთეტურადაა დადგენილი. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მას ალთაურ ოჯახს მიაკუთვნებენ (ხშირად იაპონურთან ერთად). ამის საფუძველია ფონეტიკური შესაბამისობანი, სტრუქტურული მსგავსება, ეტიმოლოგიური მონაცემები. სხვა ვერსიით, იგი ტუნგუსურ-მანჯურულ ენებს მიეკუთვნება.