COVID-19-ის პანდემია
From Wikipedia, the free encyclopedia
კორონავირუსის პანდემია 2019-2020 — SARS-CoV-2 ვირუსის პანდემია მსოფლიოში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2019-2020 წლებში. პანდემია კერად მიჩნეულია ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანის ზღვისპროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობა. ახალი, მანამდე უცნობი ვირუსული შტამის გავრცელებაზე ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ხუბეის პროვინციაში 41 ადამიანს დაუდგინდა პნევმონია ყოველგვარი გამოკვეთილი მიზეზის გარეშე. ვირუსის გავრცელება ხდება ადამიანიდან ადამიანზე და იწვევს სასუნთქი გზების მძიმე დაავადებებს. დაავადების გართულებები მოიცავს პნევმონიას, სუნთქვის უკმარისობას, სასუნთქი გზების მწვავე დისტრეს-სინდრომს, თირკმლის უკმარისობას, რასაც თან ახლავს ფატალური გამოსავლის რისკი. SARS-CoV-2 ვირუსის მიერ გამოწვეულ დაავადებას მიენიჭა სახელი COVID-19.[1]
2020 წლის 12 თებერვლისთვის აღრიცხულ იქნა გარდაცვალების 1113, დაინფიცირების 44 600, ხოლო გამოჯანმრთელების 4 740 შემთხვევა.[2]. 13 თებერვალის მონაცემებით ჩინეთის ხუბეის პროვინციაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1310-მდე გაიზარდა, 14 840-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა 60 000 ადამიანით.[3]