ლენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლენი (შვედ. län; თარგმანში: ფეოდალური ადგილ-მამული) — შვედეთის პირველი დონის ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ დანაყოფი. შვედეთი დაყოფილია 21 ლენად. ლენები შეიქმნა 1634 წელს, აქსელ ოქსენშერნას ინიციატივით, რითიც მათ ჩაანაცვლეს შვედეთის ისტორიულ პროვინციებად (შვედ. landskap) დაყოფის სისტემა.
ყოველ ლენს საკუთარი მმართველობა (länsstyrelse) აქვს, რომელსაც შვედეთის მთავრობა თავის და პარლამენტ - რიქსდაგის წარმომადგენლად ნიშნავს. ლენის მართვის ამოცანას ადგილობრივი მმართველობის კოორდინაცია წარმოადგენს მთავრობასა და რიქსდაგთან შეთავსებით, ამასთანავე, გათვალისწინებულია ადგილობრივი თავისებურებანი და მოთხოვნილებანი.