ლენინგრადის ოლქი
რუსეთის ფედერაციის სუბიექტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ლენინგრადის ოლქი (რუს. Ленинградская область) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, მოიცავს ქვეყნის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. შედის ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგისა და ჩრდილო-დასავლეთის ეკონომიკური რაიონის შემადგენლობაში. ფართობის შეადგენს 83 908 კმ²-ს, რაც ქვეყნის ფართობის 0,49 %-ია, ამ მონაცემით რუსეთის ოლქებს შორის სიდიდით 38-ე ადგილზეა. დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაჭიმულია 500 კილომეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მაქს. 320 კილომეტრზე. 2013 წლის მონაცემებით მოსახლეობა 1 750 946 ადამიანს შეადგენდა. დაარსდა 1927 წლის 1 აგვისტოს. ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში.
| |||||
Leningrad Oblast | |||||
ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მდებარეობის ადგილი |
სანქტ-პეტერბურგი | ||||
ფართობი - სულ |
38-ე 83 908 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ |
27-ე დაახ. 1 750 946 (2013) | ||||
ფედერალური ოლქი | ჩრდილო-დასავლეთი | ||||
ეკონომიკური რაიონი | ჩრდილო-დასავლეთი | ||||
სახელმწიფო ენა | რუსული | ||||
გუბერნატორი | ალექსანდრ დროზდენკო | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
სასაათო ზონა | MSK±0 (UTC+03:00) |
ოლქს ჩრდილოეთიდან — კარელია, ჩრდილო-დასავლეთიდან - ფინეთი, აღმოსავლეთიდან — ვოლოგდის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ნოვგოროდის და სამხრეთიდან — ფსკოვის ოლქები ესაზღვრება, ხოლო დასავლეთიდან — ესტონეთი და ფინეთის ყურე. მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე, მოიცავს ძირითადად ვაკე ტერიტორიებს, სიმაღლე ზღვის დონიდან 50-150 მეტრი. კლიმატი ატლანტურ-კონტინენტურია, ზღვიდან მომავალი ჰაერის მასების გამო, ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული — ზომიერად თბილი, ხანდახან კი გრილია.