ლეპტოსპორანგიუმიანი გვიმრები
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეპტოსპორანგიუმიანი გვიმრები (ლათ. Leptofilices) — გვიმრების ამ ქვეკლასში გაერთიანებულია გვიმრების სახეობათა უმრავლესობა — დაახლოებით 10 000 სახეობა, რომლებიც გაერთიანებული არიან 270 გვარში.
დიდი უმრავლესობა ბალახოვანი მცენარეების და მხოლოდ ზოგი მათგანია ხისებრი. ლეპტოსპორანგიუმიანი გვიმრები გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, მაგრამ სახეობათა დიდი უმრავლესობა გვხვდება ტროპიკებში, სადაც გვიმრები უდიდეს როლს ასრულებენ მცენარეული საფარის შექმნაში, განსაკუთრებით ტენიან ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ტყეებში. აქ ისინი იზრდებიან როგორც ნიადაგზე, ისე ხეებზე ეპიფიტებისა და ლიანების სახით. მოლოდ აქ გვდება ხისებრი გვიმრები.
ზომიერ სარტყელში მათ ნაკლები მნიშვნელობა აქვთ, ისინი აქაც მიჯაჭვული არიან ტენიან ტერიტორიებსა და ჩრდილოვან ადგილებში, სადაც მზის სხივების უშუალო მოქმედებას არ განიცდიან და ფართოდ არიან გავრცელებული ტყეებში, ღრმა ხეობებსა და ჭაობებში.
ლეპტოსპორანგიუმიანი გვიმრების დიდი უმრავლესობა ტოლსპორიანი მცენარეებია, მაგრამ მათ შორის განსხვავებულ სპორიანებიც მოიპოვება.