ლესტერ სიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი „ლესტერ სიტი“ (ინგლ. Leicester City Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა ამავე სახელწოდების ქალაქში. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში. 2002 წლიდან საშიანო მატჩებს ატარებს „კინგ პაუერ სტეიდუმზე“.
სრული სახელი | Leicester City Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | მელიები | |||
დაარსდა | 1884 | |||
სტადიონი |
კინგ პაუერ სტეიდიუმი (ტევადობა: 32,262 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ვიშაი შრივადანაპრაბჰა | |||
მწვრთნელი | კრეიგ შექსპირი | |||
კაპიტანი | ვეს მორგანი | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2018-19 | მე-9 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
კლუბი 1884 წელს დაარსდა „ლესტერ ფოსის“ სახელით. გუნდს დღევანდელი სახელი 1919 წელს ეწოდა. „ლესტერი“ თავდაპირველად საშიანო მატჩებს ფოს როუდთან ახლოს მდებარე მოედანზე ატარებდა. 1891 წელს გუნდი „ფილბერტ სტრიტზე“ გადავიდა, სადაც 111 წლის მანძილზე თამაშობდა, ხოლო 2002 წელს კი „უოლკერს სტეიდიუმზე“ გადაინაცვლა, სადაც დღესაც ასპარეზობს. სტადიონს სახელი „ლესტერის“ ახალ პარტნიორთან დაკავშირებით 2011 წელს შეეცვალა და „კინგ პაუერ სტეიდიუმი“ ეწოდა.
2015-16 წლების სეზონში გახდა ინგლისის ჩემპიონი. მანამდე „ლესტერ სიტის“ საუკეთესო შედეგი იყო მეორე ადგილი, 1928-1929 წლების სეზონში. კლუბს 7-ჯერ აქვს მოგებული რანგით მეორე ჩემპიონატი (უკანასკნელი 2014 წელს), 1-ხელ რანგით მესამე ჩემპიონატი, 3-ჯერ ლიგის თასი. „ლესტერი“ ასოციაციის თასის ფინალში 4-ჯერ გავიდა, თუმცა ყველა შემთხვევაში დამარცხდა.
კლუბის ზედმეტსახელია მელიები. „ლესტერ სიტის“ პრინციპულ მეტოქეებად მიიჩნევიან „ნოტინგემ ფორესტი“ და „დერბი კაუნტი“.