მეკონგი
From Wikipedia, the free encyclopedia
მეკონგი — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე. შედის მსოფლიოს 10 უდიდესი მდინარის სიაში. აზიის სიგრძით მე-7 მდინარე. მისი სიგრძე 4 909 კმ-ია ხოლო აუზის ფართობი 795 000 კმ². ყოველწლიურად, ოკეანეში ჩააქვს 475 კმ. კუბი წყალი.
სწრაფი ფაქტები მეკონგი, ქვეყანა ...
მეკონგი | |
---|---|
ქვეყანა | ჩინეთი, მიანმარი, ლაოსი, ტაილანდი, კამბოჯა, ვიეტნამი |
ქალაქები | ვიენტიანი, პნომპენი |
სიგრძე | 4 909 კმ |
აუზის ფართობი | 795 000 კმ² |
მეკონგი ვიკისაწყობში |
დახურვა
სათავეს იღებს ტიბეტის პლატოზე, შემდეგ მიედინება ჩინეთის იუნანის პროვინციაში, გადაკვეთს მიანმარს, ლაოსს, ტაილანდს, კამბოჯას და ვიეტნამს. 1995 წელს, ლაოსმა, ტაილანდმა, კამბოჯამ და ვიეტნამმა, მეკონგის რესურსების კოორდინირების მიზნით დააარსეს „მდინარე მეკონგის კომისია“. 1996 წელს, ამ კომისიის პარტნიორები გახდნენ ჩინეთი და მიანმარი.
მდინარის განსაკუთრებული სეზონური ცვალებადობა, ჭორომები და ჩანჩქერები, მეკონგს სანაოსნოდ საკმაოდ რთულ მდინარედ აქცევს.