მთაწმინდის პანთეონი
სასაფლაო თბილისში / From Wikipedia, the free encyclopedia
ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი — გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დასაკრძალი ადგილი თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, მამადავითის ეკლესიის შემოგარენში. მთაწმინდაზე პანთეონის დაარსების იდეა გაჩნდა 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში; პანთეონი გაიხსნა 1929 წელს, აქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე.