მთიულასებრნი (ლათ. Fringillidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. ოჯახი მოიცავს 414 (468) სახეობას. მთიულასებრნი ფართოდ არის გავრცელებული აფრიკაში, პალეარქტიკაში, ამერიკაში. მათი სხეულის სიგრძე 8-25 სმ. მასა 7-100 გრამს აღწევს. ბევრი მათგანი კარგი მგალობელია. ნამდვილი მთიულების ქვეოჯახიდან საქართველოში ბუდობისას გვხვდება 13 (კულუმბური, მწვანულა, ჩიტბატონა, ჭივჭავი, ჭვინთა, წითელთავა მთიულა, სტვენია და სხვა), ხოლო ზამთარში — 1 სახეობა (მთიულა). მონოგამებია. ბუდობენ წყვილებად. ბუდობისას იცავენ ე.წ. „საბუდარ ტერიტორიას“. კრუხობა გრძელდება 10-14 დღე-ღამე. იკვებებიან სარეველებისა და კულტურული მცენარეთა თესლით, კენკრით, იშვიათად მწერებით. მართვეებს კვებავენ საყლაპავი მილიდან ამონთხეული მარცვლებით, ზოგჯერ მწერებით. ზოგი მთიულასებრნი (კულუმბური, მწვანულა) უმნიშვნელოდ აზიანებს მარცვლოვანსა და ბოსტნის კულტურებს.
სწრაფი ფაქტები მთიულასებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა