მინერვა
From Wikipedia, the free encyclopedia
მინერვა (ლათ. Minerva) — ქალღმერთი ძველ რომაულ მითოლოგიაში (სავარაუდოდ ეტრუსკული წარმოშობისა); ხელოსანთა, მხატვართა, მოქანდაკეთა, მკურნალთა, მასწავლებელთა, პოეტთა, მუსიკოსთა მფარველი და ქომაგი. იუპიტერთან და იუნონასთან ერთად მინერვა შეადგენდა კაპიტოლიუმის ტრიადას.