მოსკოვის მეტროპოლიტენი
From Wikipedia, the free encyclopedia
მოსკოვის მეტროპოლიტენი (რუს. Московский метрополитен) — მიწისქვეშა და მიწისზედა მეტროს ხაზების სისტემა მოსკოვში (რუსეთი), რომელიც თითქმის მთელ ქალაქს მოიცავს; ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურად გამოყენებული მეტროს სისტემა მსოფლიოში. განთქმულია მისი ცენტრალური სადგურების მდიდრული ორნამენტული გაფორმებით სოციალისტური რეალიზმის ეპოქის ხელოვნების შესაძლოა ყველაზე გამორჩეული ნიმუშებით. თავდაპირველად ატარებდა (1992 წლამდე) ვ. ი. ლენინის სახელს.
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
მეტი ინფორმაცია მოსკოვის მეტროპოლიტენი, ინფორმაცია ...
მოსკოვის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | რუსეთი |
ქალაქი | მოსკოვი |
გახსნის თარიღი | 15 მაისი 1935 წ. |
ხაზის სიგრძე | 449,1 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 258 |
ხაზთა რაოდენობა | 14 + მონორელსი + მცწ |
მგზავრები დღეში | 6,67 მლნ. (2019),
9,55 მლნ. (მაქსიმუმი) |
მგზავრები წელიწადში | 2.5 მლრდ. (2019) |
ხაზების სქემა | |
დახურვა