ოვიდიუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (დ. 20 მარტი, ძვ. წ. 43 — გ. ახ. წ. 17/18, ტომე) — რომაელი პოეტი, რომელიც ლექსებს წერდა სიყვარულზე, მიტოვებულ ქალებსა და მითოლოგიურ გარდასახვებზე. ტრადიციულად, იგი, ვერგილიუსსა და ჰორაციუსთან ერთად, ლათინური ლიტერატურული კანონის წარმომადგენლად მიიჩნევა. ითვლებოდა ელეგიების ოსტატად. ოვიდიუსის პოეზიას ინტენსიურად ბაძავდნენ გვიანდელი ანტიკურობის ხანაში და შუა საუკუნეებში. მისი შემოქმედება საუკუნეების განმავლობაში დიდ გავლენას ახდენდა ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე.
9 წელს ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით გადაასახლეს ტომეში (თანამედროვე კონსტანცა), სადაც დაწერა „პონტოდან გამოგზავნილი წერილები“. გარდაიცვალა გადასახლებაში 17 წელს.