პავლოვსკის მუზეუმ-ნაკრძალი
From Wikipedia, the free encyclopedia
პავლოვსკის მუზეუმ-ნაკრძალი — XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის სასახლეებისა და პარკების ანსამბლი თანამედროვე სანქტ-პეტერბურგის გარეუბანში. ანსამბლის ცენტრალური ნაგებობაა პავლოვსკის სასახლე, რომელიც იყო იმპერატორ პავლე I-ის საზაფხულო სასახლე.
სასახლეს ესაზღვრება პარკი 600 ჰა ფართობის მქონე მოედანი, რომელიც განლაგებულია მდინარე სლავიანკის ნაპირებზე. სასახლესა და პარკს აშენებდა არქიტექტორების სამი თაობა 50 წლის განმავლობაში. ეს არქიტექტორები იყვნენ: ჩარლზ კამერონი, ვინჩენცო ბრენა, ჯაკომო კვარენგი, ანდრეი ვორონიხინი და კარლო როსი.