პირველი პუნიკური ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
პირველი პუნიკური ომი — ძვ. წ. 264-ძვ. წ. 241 წლებში რომაელებსა და კართაგენს შორის დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობისთვის განხორციელებულ ბრძოლათა სერია. ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის მომხდარი ძვ. წ. III - ძვ. წ. II საუკუნეებში სამი ომი. რომლებშიც რომაელებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო მესამე პუნიკური ომის შედეგად კართაგენი სრულიად განადგურდა და მისი ტერიტორიები რომს ერგო.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პირველი პუნიკური ომი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პირველი პუნიკური ომი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
პირველი პუნიკური ომი | |||
---|---|---|---|
პუნიკური ომების ნაწილი | |||
მდგომარეობა ხმეთლაშუა ზღვაში ძვ. წ. 264 წელს. | |||
თარიღი | ძვ. წ. 264-ძვ. წ. 241 | ||
მდებარეობა | ხმელთაშუა ზღვა, სიცილია, სარდინია | ||
შედეგი | რომაელთა გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
სიცილია რომის პროვინციად იქცა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
პირველი პუნიკური ომი ვიკისაწყობში |
23 წლის განმავლობაში ორივე მხარე ცდილობდა კონტროლი მოეპოვებინა ხმელთაშუა ზღვაზე. კართაგენი, რომელიც მდებარეობდა ხამხრეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, დღევანდელი ტუნისის ადგილას, კონფილიქტის დასაწყისში წარმოადგენდა წარმოადგენდა მნიშვნელოვან ძალას დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში. ამის მიუხედავად რომმა საბოლოოდ მოწინააღმდეგეს აჯობა, როგორც საზღვაო, ისე ხმელეთზე ბრძოლაში და დააკისრა მძიმე ფინანსური ჯარიმა.
რომსა და კართაგენს შორის ომების სერიას ეწოდა "პუნიკური", კართაგენელების ლათუნური სახელწოდების, პუბების გამო.