პონტევედრის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
პონტევედრა (ესპ. Pontevedra) — პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, გალისიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. იგი შემოსაზღვრულია ლა-კორუნის, ლუგოსა და ორენსეს პროვინციებით. ასევე მას ესაზღვრება პორტუგალია და ატლანტის ოკეანე.
მოსახლეობა შეადგენს 943,117 კაცს (2006 წლის მონაცემებით), რომლის 8% ცხოვრობს მის დედაქალაქ პონტევედრაში.