რატნაპურა
From Wikipedia, the free encyclopedia
რატნაპურა (სინჰალ. රත්නපුර; ტამილ. இரத்தினபுரி) — ქალაქი შრი-ლანკაში; საბარაგამუვის პროვინციისა და რატნაპურის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. სახელი რატნაპურა სანსკრიტზე ქალაქს ნიშნავს. მდებარეობს ყოფილ დედაქალაქ კოლომბოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 101 კმ-ზე. ქალაქი დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ძვირფასი ქვების მოპოვების ინდუსტრიის ცენტრია. დიდ ფართობებზეა გაშენებული ჩაის პლანტაციები. რატნაპურა, ასევე, პოპულარული ტურისტული პუნქტია.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
რატნაპურა სინჰალ. රත්නපුර ტამილ. இரத்தினபுரி | |
ქვეყანა | შრი-ლანკა |
პროვინცია | საბარაგამუვასაბარაგამუვის პროვინცია|საბარაგამუვა |
ოლქი | რატნაპურა |
კოორდინატები | 6°40′00″ ჩ. გ. 80°24′00″ ა. გ. |
ფართობი | 20 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 130±1 მეტრი |
მოსახლეობა | 52 170 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 2 474 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
დახურვა
ქალაქის მოსახლეობა 1901 წელს 4 084 ადამიანს შეადგენდა, რაც 2011 წელს 52 170-მდე გაიზარდა, რომელიც შედგება ბუდისტების, ინდუსების, ქრისტიანებისა და მაჰმადიანებისაგან.