რენე დეკარტი
From Wikipedia, the free encyclopedia
რენე დეკარტი (ფრანგ. René Descartes; დ. 31 მარტი, 1596, ლაე (ტურენი) ― გ. 11 თებერვალი, 1650, სტოკჰოლმი), აგრეთვე ცნობილი როგორც კარტესიუსი — ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. საყოველთაოდ აღიარებული, როგორც თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებელი და „თანამედროვე მათემატიკის მამა“. დეკარტმა შექმნა ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები, შემოიღო ცვლადი სიდიდის ცნება, დაამუშავა კოორდინატთა მეთოდი და აგრეთვე, დაამყარა კავშირი ალგებრასა და გეომეტრიას შორის.