რომანული ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
რომანული ენები — ინდოევროპული ენების ერთ-ერთი შტო. არის 15 რომანული ენა, რომლებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 700 მილიონს შეადგენს.
მოლაპარაკეთა მრავალრიცხოვნების თვალსაზრისით ყველაზე თვალშისაცემია ესპანური ენა, რომელსაც მშობლიურ ან მეორე ენად 330 მლნ. კაცი მიიჩნევს, პორტუგალიურ ენაზე საუბრობს 175 მლნ., ფრანგულ ენაზე ლაპარაკობს 80 მლნ., ხოლო 265 მლნ. კაცი კი ამ ენას მეორე ენად მიიჩნევს, იტალიურად 62 მლნ., ხოლო რუმინულ ენაზე 28 მილიონი ადამიანი საუბრობს.
სხვა ენათა ჯგუფებისაგან განსხვავებით რომანული ენის წინარე ენა ყველაზე უკეთესადაა დამოწმებული: აქ მხედველობაშია გვიანი ანტიკური ხანის სასაუბრო ლათინური ენა (სახალხო ლათინური, ანუ ვულგარული ლათინური) თვითონ ლათინური ენა კი არაა რომანული ენა, არამედ იგი მიეკუთვნებოდა იტალიკურ ენებს, რომელთაგან დღესდღეობით საკუთრივ ლათინური ენის გარდა ყველა ენათა ისტორიული კვალი გამქრალია.