რომაული ლიტერატურა
From Wikipedia, the free encyclopedia
რომაული ლიტერატურა წარმოადგენს ლათინურ ენაზე დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომის დაცემამდე. რომაულ ლიტერატურას ძველ ბერძნულ ლიტერატურასთან ერთად უკავია მნიშვნელოვანი ადგილი ანტიკურ ლიტერატურაში. მიუხედავად სიძველისა იგი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. რომაული ლიტერატურის უძველესი ძეგლები ძვ. წ. III საუკუნეს მიეკუთვნება. მან განიცადა ბერძნული ლიტერატურის გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოირჩევა ორიგინალურობით. ასევე რომაულ ლიტერატურაში ჩამოყალიბდა ჟანრები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა ბერძნულ ლიტერატურაში, შემდეგ კი მან უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ევროპულ ლიტერატურაზე.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რომაული ლიტერატურა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რომაული ლიტერატურა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
რომაული ლიტერატურის დაყოფა ხდება ეპოქების მიხედვით და ყოველ ეპოქას თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს.