![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0c/Digesto_02.jpg/640px-Digesto_02.jpg&w=640&q=50)
რომის სამართალი
From Wikipedia, the free encyclopedia
რომის სამართალს (ლათ. Ius Romanum) — სამართალი, რომელიც ანტიკურ ხანაში ქალაქ რომსა და მოგვიანებით მთელ რომის იმპერიაში ჩამოყალიბდა. კორპუს იურის ცივილის დაგროვილი რომის სამართლის წყაროები შუა საუკუნეებში ისევ აღმოაჩინეს ბოლონიაში და XIX საუკუნის ბოლო ხანებამდე ევროპის უმეტეს სახელმწიფოებში მნიშვნელოვან სამართლებრივ წყაროდ განიხილავდნენ მას. სამართლის ისტორიკოსთა მტკიცებით შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში ევროპის კონტინენტზე არსებული სამართლებრივი წესრიგი შეიძლება რომის სამართლადაც განვიხილოთ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0c/Digesto_02.jpg/320px-Digesto_02.jpg)
რომაელი იურისტები სამართალს ჰყოფდნენ საჯარო (jus publicum) და კერძო სამართლად (jus privatum). საჯარო სამართალი აწესრიგებდა რომის სახელმწიფოს მდგომარეობას, ხოლო კერძო – ცალკეულ პირთა შორის ურთიერთობებს. ეს დაყოფა შემოიღო ულპიანემ. რომაულმა კერძო სამართალმა საჯაროსთან შედარებით ბევრად მნიშვნელოვანი კვალი დატოვა სამართლის ისტორიაში. რომაული კერძო სამართალი განამტკიცებდა პირის სამეურნეო და სამართლებრივ ავტონომიას, სამოქალაქო ბრუნვაში თანასწორობას. 212 წელს თანასწორობის პრინციპი გავრცელდა ყველა ადამიანზე, გარდა მონებისა. მონა არ ითვლებოდა ადამიანად, არამედ ნივთად. რომაული სამართალი განამტკიცებდა მონათმფლობელობას. რომაულ კერძო სამართალში მაღალ დონეზე იყო დამუშავებული საკუთრება, ვალდებულებითი და სახელშეკრულები სამართალი. რომაულ სამართალში ჩამოყალიბდა და განვითარდა ისეთი სამართლებრივი ცნებები, როგორიცაა უფლებაუნარიანობა, ხანდაზმულობა, მოქალაქეობა