რონის მყინვარი
From Wikipedia, the free encyclopedia
რონის მყინვარი (გერმ. Rhonegletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი შვეიცარიის ალპებში. მდებარეობს შვეიცარიის ვალეს კანტონში. წარმოადგენს მდინარე რონის სათავეს. ფართობი 17 კმ². სიგრძე დაახლოებით 10 კმ, სიგანე 1 კმ-მდე. XIX საუკუნის შუა პერიოდიდან დაწყებული განიცდის განუწყვეტლივ დნობას. მყინვარის ენა საკმაოდ დაბლა ეშვება, რის გამოც ტერიტორია ტურისტების ღირსშესანიშნავი ობიექტია. ვრცელდება გრიმზელის უღელტეხილის სიახლოვეს.
სწრაფი ფაქტები რონის მყინვარი ...
რონის მყინვარი | |
კოორდინატები: 46°34′32″ ჩ. გ. 8°22′58″ ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ქედი | შვეიცარიის ალპები |
ფართობი | 17 კმ² |
სიგრძე | 10 კმ |
სიგანე | 1 კმ |
მდგომარეობა | პულსაციური |
დახურვა