სალმანი (საუდის არაბეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი (არაბ. الأمير سلمان بن عبد العزيز آل سعود, დ. 31 დეკემბერი, 1935) — საუდის არაბეთის მეფე, ორი წმინდა მეჩეთის მცველი, საუდების დინასტიის მეთაური. მეფე გახდა 2015 წლის 23 იანვარს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მისი ძმა აბდულა.
სწრაფი ფაქტები სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი, საუდის არაბეთის მეფე ...
სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი | |
---|---|
الأمير سلمان بن عبد العزيز آل سعود | |
საუდის არაბეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 23 იანვარი, 2015 |
მმართ. დასასრული: | დღემდე |
წინამორბედი: | აბდულა |
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე | |
მმართ. დასაწყისი: | 18 ივნისი, 2012 |
მმართ. დასასრული: | 23 იანვარი, 2015 |
წინამორბედი: | ნაიფ იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი |
მემკვიდრე: | მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 დეკემბერი, 1935 |
დაბ. ადგილი: | საუდის არაბეთი |
დინასტია: | საუდები |
მამა: | იბნ საუდი |
დედა: | ჰასა ბინტ აჰმედ ალ სუდაირი |
რელიგია: | ისლამი |
დახურვა
სალმანი საუდის არაბეთის პირველი მეფის აბდულ-აზიზ იბნ-საუდის შვილია. ტახტზე ასვლამდე, 2011-2015 წლებში იყო თავდაცვის მინისტრი, ხოლო მანამდე 1963-2011 წლებში — ერ-რიადის პროვინციის გუბერნატორი.