სან-მარინოს ფეხბურთის ფედერაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
სან-მარინოს ფეხბურთის ფედერაცია (FSGC; იტალ. Federazione Sammarinese Giuoco Calcio) — ფეხბურთის მმართველი ორგანო სან-მარინოში. დაარსდა 1931 წელს. უეფასა და ფიფაში გაწევრიანდა 1988 წელს. არის სან-მარინოს საფეხბურთო ჩემპიონატის, სან-მარინოს თასისა და სან-მარინოს სუპერთასის ორგანიზატორი. მისი ორგანიზებით იმართება სან-მარინოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.