საპატიო დაკრძალვის ხეივანი ბაქოში
From Wikipedia, the free encyclopedia
საპატიო დაკრძალვის ხეივანი ბაქოში (აზერ. Fəxri xiyaban) — სასაფლაო, რომელიც მდებარეობს ბაქოს მთიან ნაწილში (პარლამენტის გამზირზე). იგი წარმოადგენს ხეივანს, სადაც დაკრძალულია აზერბაიჯანის კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები, საბჭოთა კავშირის გმირები, პოლიტიკოსები, რევოლუციონერები, ასევე ისინი, ვინც ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში გამოირჩეოდნენ და საპატიო წოდებებს იმსახურებდნენ.