საუდის არაბეთის მეფე
From Wikipedia, the free encyclopedia
საუდის არაბეთის მეფე — საუდის არაბეთის მეთაური და აბსოლუტური მონარქი. ის ასევე არის საუდების დინასტიის ხელმძღვანელიც. მეფის ტიტულია ორი წმინდა მეჩეთის მცველი (არაბ. خادم الحرمين الشريفين). ტიტული რომელიც ხაზს უსვამს საუდის არაბეთის იურისდიქციას მასჯიდ ალ-ჰარამზე მექაში და მასჯიდ ალ-ნაბავზე მედინაში. ტიტული შეიცვალა 1986 წელს, მანამდე იყო მისი უდიდებულესობა (صاحب الجلالة).