საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე, როგორც „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა“. ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 1846 |
წინამორბედი უწყება | მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკა |
უწყების ხელმძღვანელი/ები | კონსტანტინე გამსახურდია, გენერალური დირექტორი მირიან ხოსიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე |
საიტი | |
www.nplg.gov.ge |
ბიბლიოთეკის დაარსებას ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც 1848 წელს ახლადდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი „კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის“ ფონდი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ.