საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ყოფილი ვ. ი. ლენინის სახ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) — უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური (საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის) უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1972).
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი |
Scientia Potestas Est (ლათ.) (ცოდნა ძალაა) |
დაფუძნდა | 1922; 102 წლის წინ (1922) |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | დავით გურგენიძე |
მისამართი | კოსტავას ქ. № 77, თბილისი, საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი |
კანცელარია - (99532) 330493 |
კამპუსი | 9 |
ფერები | |
მეტსახელი | „გე-პე-ი“ |
კავშირები | EUA |
http://www.gtu.ge/ |
მდებარეობს თბილისში. უნივერსიტეტი, როგორც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი, ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია დავით გურგენიძე.
უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით, რომელსაც 1928 წელს შეუერთდა (1917 წელს დაარსებული) თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგში, 1936 წლიდან — როგორც საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1948 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1990 წლის 6 იანვრიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 8 ფაკულტეტი და 28 დეპარტამენტი, ყოველწლიურად 12000-მდე სტუდენტი, 1500 პროფესორ-მასწავლებელი და საშტატო მოსამსახურე ჰყავს. სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანია, მოიცავს რა 1,697,590 წიგნს, რომელთა შორის მრავალი უნიკალური და იშვიათი ეგზემპლარია, და 5.000.000-ზე მეტ პერიოდულ გამოცემას.