საშუალო ინგლისური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
საშუალო ინგლისური ან შუაინგლისური — ფაზა ინგლისური ენის განვითარების ისტორიაში; დაახლოებით XI-XV საუკუნეები. ანგლო-საქსური პერიოდი ინგლისური ენის განვითარების მეორე საფეხურს წარმოადგენს. ზოგჯერ შუაინგლისური პერიოდის აღსანიშნავად გამოიყენებენ ტერმინს ძველი ინგლისური პერიოდი, რაც არ არის მართებული; სახელწოდება ძველი ინგლისური ენა, ან პერიოდი აღნიშნავს ინგლისური ენის განვითარების პირველ ან ანგლო-საქსურ პერიოდად წოდებულ საფეხურს. ამ ხანიდან შემონახული ტექსტების ენას არცთუ იშვიათად ასევე ანგლო-საქსურ ენას უწოდებენ.
- ინგლისური ენის განვითარების პერიოდები მთლიანობაში შემდეგნაირად გამოიყურება:
- ძველი ინგლისური პერიოდი, ანუ ანგლო-საქსური პერიოდი. (449-დან 1066-1100 წლებამდე.)
- შუაინგლისური პერიოდი. (1066-1100 წლებიდან 1450-1500 წლებამდე.)
- თანამედროვე ინგლისური პერიოდი, ანუ ახალინგლისური პერიოდი. (1450-დან 1500 წლამდე.)
ინგლისურ ენას წერილობითი ძეგლები VII საუკუნიდან მოეპოვება.