სერჟ სარქისიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
სერჟ სარქისიანი (სომხ. Սերժ Սարգսյան, დ. 30 ივნისი, 1954 სტეფანაკერტი, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — სომხეთის მესამე პრეზიდენტი 2008-2018 წლებში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მისი ოფიციალური დანიშვნა 2007 წლის 4 აპრილს მოხდა; მანამდე ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემრულებლის თანამდებობაზე 2007 წლის 26 მარტიდან მუშაობდა. პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე, სარქისიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო. მან გაიმარჯვა 2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით, რომლის ხელმძღვანელი თავად იყო.
სწრაფი ფაქტები სომხეთის მე-3 პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
სერჟ სარქისიანი Սերժ Սարգսյան | |
სომხეთის მე-3 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 აპრილი 2008 – 9 აპრილი 2018 | |
პრემიერ-მინისტრი | ტიგრან სარქისიანი |
წინამორბედი | რობერტ ქოჩარიანი |
მემკვიდრე | არმენ სარქისიანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მარტი, 2007 – 9 აპრილი, 2008 | |
პრეზიდენტი | რობერტ ქოჩარიანი |
წინამორბედი | ანდრანიკ მარქარიანი |
მემკვიდრე | ტიგრან სარგსიანი |
დაბადებული | 30 ივნისი, 1954 (1954-06-30) (69 წლის) მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სომხეთი |
ეროვნება | სომეხი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | რიტა სარქისიანი |
შვილები | ანუში სატენიკი |
პროფესია | ფილოლოგი, სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რელიგია | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ხელმოწერა |
დახურვა