სერხიო რომერო
From Wikipedia, the free encyclopedia
სერხიო ხერმან რომერო (ესპ. Sergio Germán Romero; 22 თებერვალი, 1987, ბერნანდო დე ირიგოენი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარე. სხვადასხვა დროს იცავდა აველიანედას „რასინგის“, „აზ ალკმაარის“, „სამპდორიის“ და „მონაკოს“ ღირსებას. ნიდერლანდების ჩემპიონი 2009 და იოჰან კრუიფის თასის მფლობელი 2009 „აზ ალკმაარის“ შემადგენლობაში. ინგლისის ასოციაციის თასის 2016, ინგლისის ლიგის თასის 2017, ინგლისის სუპერთასისა 2016 და უეფა-ს ევროპა ლიგის თასის მფლობელი 2017 „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში. 2014 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და სამხრეთ ამერიკის ორგზის ვიცე-ჩემპიონი 2015, 2016 არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სერხიო ხერმან რომერო | ||
დაბადების თარიღი | 22 თებერვალი, 1987 (1987-02-22) (37 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
ბერნანდო დე ირიგოენი არგენტინა | ||
სიმაღლე | 193 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
ნომერი | 20 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2007 | რასინგ კლუბი | 5 | (0) |
2007–2011 | აზ ალკმაარი | 90 | (0) |
2011–2015 | სამპდორია | 71 | (0) |
2013–2014 | → მონაკო | 3 | (0) |
2015– | მანჩესტერ იუნაიტედი | 7 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007–2008 | არგენტინა 20 | 23 | (0) |
2009– | არგენტინა | 96 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 მაისი, 2018 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 8 მაისი, 2019 |
დახურვა