სკონეს პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
სკონე (შვედ. Skåne) შვედეთის 25 ტრადიციული არაადმინისტრაციული პროვინციიდან ყველაზე სამხრეთით მდებარეობს[2], ის მოიცავს სკანდინავიის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს და რამდენიმე კუნძულს. ის შვედეთის თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით თითქმის მთლიანად ემთხვევა სკონეს ლენს[3]. პროვინციის უდიდესი ქალაქი არის მალმე, რომელიც ასევე წარმოადგენს შვედეთის სიდიდით მესამე და სკონეს ლენის ადმინისტრაციულ ცენტრს.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
სკონე Skåne | |||||
| |||||
ქვეყანა | შვედეთი | ||||
კოორდინატები | 55°48′00″ ჩ. გ. 13°37′00″ ა. გ. | ||||
ფართობი | 10,939[1] კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | სკონეს დიალექტი | ||||
მოსახლეობა | 1,228,815[1] კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 112.3 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 040–0418 | ||||
ოფიციალური საიტი | http://skane.com | ||||
სკონეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ორი პროვინცია ხალანდი და სმოლანდი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბლეკინგე, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ბალტიის ზღვა ხოლო დასავლეთით ერესუნის უბე. 2000 წლიდან ის ორესუნის ხიდით[4] დაუკავშირდა დანიის კუნძულ ზელანდიას.
პროვინცია 1658 წლამდე როსკილეს ხელშეკრულებამდე შედიოდა დანიის სამეფოში.[5] ეს შემდგომ წლებში კიდვ რამდენიმე ხელშეკრულებით იქნდა დადასტურებული: 1660 წელს კოპენჰაგენის ხელშეკრულებით, 1679 წელს ლუნდის ხელშეკრულებით და 1700 წელს ტრავენდალის ხელშეკრულებით. დანიელების მბოლო მცდელობა დაებრუნებინათ რეგიონი, 1710 წელს ჰელსინბორგის ბრძოლაში მათი დამარცხებით დასრულდა.[6] 1658-1720 წლები შვედეთის ჯარების მოსახლეობის მიმართ სისასტიკით გამოირჩეოდა. რეგიონი 1720 წლამდე არ მოიაზრებოდა შვედეთის შემადგენელ ნაწილად, მას დაპყრობილი უცხო მიწა ეწოდებოდა. XIX საუკუნუს დასაწყისამდე შვედეთი მიმართავდა რეგიონის მოსახლეობის იძულებით ასიმილაციას. დღემდე მიმდინარეობს კამათი იმის თაობაზე სკონეს დიალექტი უნდა ჩაითვალოს თუ არა შვედურად.
სკონე მოიცავს დაახლოებით შვედეთის მთლიანი ტერიტორიის 3%-ს, ხოლო მისი მოსახლეობა შეადგენს შვედეთის მოსახლეობის დაახლოებით 13%-ს.[1] პროვინციის მოსახლეობის დაახლოებით 16% წარმოადგენს უცხოეთში დაბადებულს.[7] სკონე სიმჭიდროვის მიხედვით, შვედეთის მასშტაბით სედერმანლანდის პროვინციის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.