სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სომხეთის სსრ (სომხ. Հայկական Խորհրդային Սոցիալիստական Հանրապետություն, Հայկական ԽՍՀ [ჰაჲკაკან ხორჰჷრდაჲინ სოციალისტაკან ჰანრაპეტუთჲუნ]) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი ერევანი. შეიქმნა 1920 წლის დეკემბერში. 1922 წლის 12 მარტიდან 1936 წლის 5 დეკემბრამდე შედიოდა ამიერკავკასიის სსრ-ის შემადგენლობაში, 1936 წელს კი შეუერთდა უშუალოდ სსრკ-ს. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა საქართველოს სსრ, აღმოსავლეთით აზერბაიჯანის სსრ, სამხრეთით ირანი, დასავლეთით თურქეთი. 1991 წლიდან სომხეთის სსრ-ის სამართალმემკვიდრეა სომხეთის რესპუბლიკა.
სწრაფი ფაქტები
სომხეთის სსრ სომხ. Հայկական ԽՍՀ | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი სომხეთის სსრ ჰიმნი | |||||||||
სომხეთის სსრ-ს რუკა. | |||||||||
დედაქალაქი | ერევანი | ||||||||
ენა | სომხური, რუსული | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 29 800 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 3 287 700 (1989 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
დახურვა