სოფელი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოფელი — დასახლების ერთ-ერთი უძველესი და საყოველთაოდ გავრცელებული ფორმა. ხალხმრავლობის მიხედვით არჩევენ პატარასა (რამდენიმე კაცი ან კომლი) და დიდ (რამდენიმე ათასი) სოფლებს. სოფლების გარეგნული იერსახე განსხვავებულია ქვეყნის ბუნებრივი პირობებისა და საწარმოო მიმართულების გამო, მაგრამ მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების უპირატესი გავრცელება.
ისტორიულად ჩამოყალიბდა სასოფლო დასახლების რამდენიმე ფორმა:
- გრძივი განაშენიანება — როდესაც სახლები განლაგებული არიან ერთი გზის (ქუჩის) გასწვრივ.
- წრიული განაშენიანება — როდესაც სახლები განლაგებული არიან ცენტრალური საერთო მოედნის ირგვლივ წრიულად.
ეს ორი ფორმა არქაულია, ამჟამად იშვიათად გვხვდება, რადგან სოფლად მოსახლეობის ზრდამ მათი ტრანსფორმაცია გამოიწვია.
ურბანიზაციის საყოველთაო გაძლიერებას თან სდევს სოფლების საერთო რაოდენობისა და მოსახლეობის შემცირების ტენდენცია.