ირანის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ირანის ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ირანის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სხვადასხვა სპარსული ტომი, რომლებსაც ერთმანეთთან გამუდმებული ბრძოლები ჰქონდათ და ცდილობდნენ მოეპოვებინათ პირველობა ამ რეგიონში. უძველესი ირანული სახელმწიფო იყო ელამი, რომელიც ადრეულ ბრინჯაოს ხანაში წარმოიშვა. სპარსული ტომების გამუდმებულ ბრძოლებში წარმატებას ჯერ მიდიელები აღწევენ, მაგრამ მათ მალე აქემენიდები ამარცხებენ, აქემენიდების იმპერიის დაცემის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა პართიის სამეფო, რომელიც სასანიდებმა გაანადგურეს.
|
ირანის სახელმწიფოებს ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა, რომლებიც ხშირად იპყრობდნენ ირანს. დამპყრობლები ირანზე ძალიან დიდ გავლენას ახდნენდნენ. ირანი დაუპყრიათ უდიდეს იმპერიებს რომელთაგან აღსანიშნავია ბერძნები, არაბები, თურქ-სელჩუკები და მონღოლები. დამპყრობლები ირანში ავრცელებდნენ თავიანთ რელიგიას, სწორედ არაბებმა გაავრცელეს ირანში ისლამი.
გაძლიერებული ირანი თვითონ ახდენდა დაპყრობითი კამპანიების წარმოებას. ირანის უძლიერესი სახელმწიფოები იყო აქემენიდების იმპერია (ძვ. წ. 558 — ძვ. წ. 330). აქემენიდების იმპერია პირველი ირანული იმპერია იყო. მაგრამ აქემენიდების იმპერიას მეორე ძლიერი იმპერია ალექსანდრე მაკედონელის ხელმძღვანელობით იპყრობს. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ უდიდესი იმპერია იშლება რამდენიმე ნაწილად, რომელთაგანც უმნიშვნელოვანესია სელევკიდების სახელმწიფო. სელევკიდებს ამარცხებს გაძლიერებული პართიის სამეფო, რომელიც უდიდეს წინააღმდეგობას უწევს რომის იმპერიას და თავის გავლენას ავრცელებს მრავალ ტერიტორიაზე. 224 წელს დასუსტებულ პართიას ამარცხებს გაძლიერებული სასანიდები. სასანიდების იმპერიას იპყრობს არაბები.
არაბების შემდეგ ირანი ისლამურ რელიგიაზე მოექცა და დაივიწყა უკვე ძველი ირანული რელიგია ზოროასტრიზმი.
1501 წელს ირანის ტერიტორიაზე გაბატონდა აზერბაიჯანული წარმომავლობის სეფიანთა დინასტია. სეფიანთა პირველი შაჰი იყო ისმაილ I. სეფიანები თავის ძლიერების მწვერვალს აღწევს შაჰ აბას I-ის მმართველობის დროს. სეფიანთა ირანს მალე შიდაომები მოიცავს და 1736 წელს ის განადგურდება. ამის შემდეგ ირანი უკვე გამუდმებულ ქაოსშია მოცული. XIX საუკუნეში ინგლისმა და რუსეთმა ირანი ნახევარკოლონიურ ქვეყანად აქციეს. 1979 წლის 1 აპრილის ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რევოლუციის ხელმძღვანელი იყო აიათოლა ჰომეინი. მოსახლეობა მონარქიას ამხობს და ირანს ისლამურ რესპუბლიკად აცხადებს.