სურფნიშანი
From Wikipedia, the free encyclopedia
თბილისის წმინდა ნიშნის ეკლესია, ასევე სურფნიშანი, სურბ ნ(ი)შანი (სომხ. Սուրբ Նշան եկեղեցի [Surb Nshan yekeghets’i]) — არქიტექტურული ძეგლი თბილისში, ზემო კალაში, ჩალაუბნის ქუჩის შესახვევში. მას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიადაც მოიხსენიებდნენ. შუა საუკუნეებში ეკლესიას მამასახლისის საყდარს უწოდებდნენ. ამ ადგილას თავდაპირველი ეკლესიის აშენების ხანა უცნობია. დღევანდელი ტაძარი აგებულია 1703-20 წლებში მელიქ გიორგის მიერ (გუმბათი ეკლესიას 1780 წელს დაედგა). ტაძარი წლების მანძილზე დავის საგანს წარმოადგენს ქართულ მართლმადიდებელ და სომხურ გრიგორიანულ ეკლესიებს შორის.
აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა 1820-იან წლებში განაახლა თბილისელმა სომეხმა ქველმოქმედმა კომერსანტმა ავეტიკ პიტოიანმა (1794-1858), რომელიც ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან არის დაკრძალული.