ტორონტო რაპტორსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტორონტო რაპტორსი (ინგლ. Toronto Raptors) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. რაპტორსი თამაშობს ატლანტიკის დივიზიონში და არის წევრი აღმოსავლეთ კონფერენციის. გუნდის ბაზა მდებარეობს ტორონტოში, (ონტარიო, კანადა). გუნდი დაარსებული იქნა 1995 წელს, და იმ დროიდან ვანკუვერ გრიზლისთან ერთად იყო იმ 2 კანადულ გუნდს შორის, რომელიც NBA მონაწილეობდნენ. ოდნავ მოგვიანებით გრიზლიმ ვანკუვერი დატოვა და მემფისში გადაბარგდა და სახელიც შესაბამისად მემფის გრიზლი დაირქვა 2001 წელს, აქედან მოყოლებული კი რაპტორები არიან ერთადერთი კანადური გუნდი NBA-ში.
ტორონტო რაპტორსი Toronto Raptors | |||
---|---|---|---|
ტორონტო რაპტორსი სეზონი 2018–19 | |||
კონფერენცია | აღმოსავლეთი | ||
დივიზიონი | ატლანტიკის | ||
დაარსდა | 1995 | ||
ისტორია | ტორონტო რაპტორსი 1995-დღემდე | ||
არენა | SkyDome (1995–1999) Air Canada Centre | ||
ქალაქი | ტორონტო, ონტარიო, კანადა | ||
გუნდის ფერები | წითელი, შავი, ვერცხლისფერი, თეთრი | ||
მფლობელ(ებ)ი | Maple Leaf Sports & Entertainment | ||
გენერალური მენეჯერი | ბრაიან ქოლანჯელო | ||
მთავარი მწვრთნელი | ნიკ ნერსი | ||
D-ლიგის კლუბი | Bakersfield Jam | ||
ჩემპიონები | '1 (2018–19) | ||
კონფერენციის ტიტულები | 0 | ||
დივიზიონის ტიტულები | 1 (2006–07) | ||
ოფიციალური საიტი | raptors.com | ||
|
როგორც უმეტესი ახლად შექმნილი გუნდი, რაპტორსიც მის პირველ წლებში იბრძოდა. თუმცა მას შემდეგ რაც გუნდმა 1998 წლის NBA დრაფტზე ვინს კარტერი აიყვანა, გუნდმა რამდენიმე დასწრების რეკორდი დაამყარა NBA პლეი-ოფში 2000, 20001 და 2002 წლებში. კარტერი ლიდერობდა გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტ - 47 გამარჯვებიან სეზონს 2001 წელს, სადაც მათ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალშიც კი გააღწიეს. 2002-03 და 2003-04 წლების სეზონებში, გუნდმა ვერ განიცადა პროგრესი, რის გამოც კარტერი გაშვებული იქნა ნიუ-ჯერსი ნეტსში. კარტერის გადასვლის შემდეგ, გუნდის ლიდერობა კრის ბოშმა აიღო თავის თავზე, მაგრამ გუნდი მაინც აგრძელებდა არეულ ბრძოლას. 2006-07 წლებში, გუნდმა უკანასკნელი 5 წლის მანძილზე პირველად შეძლო პლეი-ოფში გასვლა და ასევე მოახერხეს 47 მოგებით ატლანტიკის დივიზიონის ტიტულის მოპოვება. რაპტორსმა 2007-08 წლებშიც მოახერხა პლეი-ოფში გასვლა, მაგრამ მომდევნო წელს უკვე ვეღარ შეძლეს იგივე წარმატების განმეორება. 2010 წლის ივლისში კი კრის ბოშმაც დატოვა გუნდი და შეუერთდა მაიამი ჰიტის რიგებს, რის შემდეგადაც ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო.