სამხრეთი კავკასია
რეგიონი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვისა და კასპიის ზღვას შორის და მოიცავს საქართველოს, სომხეთი / From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი კავკასია — რეგიონი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვისა და კასპიის ზღვას შორის და მოიცავს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებს. სხვადასხვა წყაროში სამხრეთ კავკასიის სინონიმია ამიერკავკასია, რომელიც შემდეგნაირად არის განმარტებული: ამიერკავკასია არის კავკასიონის ქედის სამხრეთი რეგიონი. ამიერკავკასიას განეკუთვნება კავკასიონის სამხრეთ კალთის უმეტესი ნაწილი. კოლხეთისა და მტკვრის მთათაშორისი ბარი, ამიერკავკასიის მთიანეთი, თალაშის მთები და ლენქორანის დაბლობი. XX საუკუნის პოლიტიკური ტერმინოლოგიით „ამიერკავკასია“ (Закавка́зье) რუსულიდან მოდის და ნიშნავს კავკასიონის ქედს მიღმა არსებულს. დღეს ფართოდ გამოიყენება უფრო ნეიტრალური ტერმინი – სამხრეთი კავკასია. პოლიტიკურად იგი მოიცავს სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს – სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს.