უნგრეთის მეფე
From Wikipedia, the free encyclopedia
უნგრეთის მეფე (უნგრ. magyar király) — უნგრეთის სამეფოს პერიოდში (1000 — 1946 წ.წ.) სამეფოს მმართველი. მათი ტიტული იყო "სამოციქულო მეფე", რომელიც მიანიჭათ კლემენტ XIII-მ 1758 წელს და გამოიყენებოდა ყველა უნგრეთის მეფესთან მიმართებაში. ამ თარიღიდან უნგრეთის მეფეებს ოფიციალურად უწოდებდნენ "უნგრეთის სამოციქულო მეფეებს".