უტრეხტსე-ჰეველრიუგის ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
უტრეხტსე-ჰეველრიუგის ეროვნული პარკი (ნიდერლ. Nationaal Park Utrechtse Heuvelrug) — ეროვნული პარკი ნიდერლანდებში, უტრეხტის პროვინციაში. შეიქმნა 2003 წელს. ფართობი 60 კმ². ტერიტორია უკავია დიუნებს, ტყეებს, მდელოებსა და მორენებს. ყველაზე მაღალი ადგილის სიმაღლე 70 მ აღწევს. სიახლოვეს მდებარეობს ქალაქები: ვენენდალი, რენენი, დორნი, დრიბერგენი. მდიდარია ფლორა და ფაუნა. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: ევროპული შველი, მელა, მაჩვი, ტყის კვერნა. დაგეგმილია გარეული ღორისა და კეთილშობილი ირემის ადაპტაცია.
სწრაფი ფაქტები უტრეხტსე-ჰეველრიუგის ეროვნული პარკი ...
უტრეხტსე-ჰეველრიუგის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ნიდერლანდები |
კოორდინატები | 52°04′00″ ჩ. გ. 5°20′00″ ა. გ. |
ფართობი | 60 კმ² |
დაარსდა | 2003 წელს |
დახურვა