უჯუნგ-კულონის ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
უჯუნგ-კულონის ეროვნული პარკი (ნიშნავს: დასავლეთი წვერი) — ეროვნული პარკი ინდონეზიის კუნძულ იავის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. მოიცავს ვულკანურ კუნძულთა ჯგუფს, მათ შორის კრაკატაუს.
უჯუნგ-კულონის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ინდონეზია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, x |
სია | |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 6°45′00″ ს. გ. 105°20′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 608 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
პარკის ფართობი 1,206 კმ²-ს შეადგენს. უდიდესი ნაწილი მდებარეობს ნახევარკუნძულზე, რომელიც ინდოეთის ოკეანეშია შეჭრილი. 1883 წელს, კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ, ეს ტერიტორია მნიშვნელოვნდა დააზარალა. პარკის შექმნა სწორედ საფრთხის ქვეშ მყოფლი ფლორისა და ფაუნის დაცვას ემსახურებოდა.
პარკი პირველია ინდონეზიის ეროვნულ პარკებს შორის, რომელიც 1991 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, ამის მიზეზი კი აქ გავრცელებული დაბლობის ტროპიკული ტყეების დიდი მასივებია.
პარკში დაცულია მცენარეთა 57 და ძუძუმწოვართა 35 უიშვიათესი სახეობა. ასევე გავრცელებულია 72 სახეობის რეპტილია და 240 სახეობის ფრინველი.