ფიზიკური სიდიდე
ფიზიკური სხეულის ან სისტემის რაოდენობრივი მახასიათებელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ფიზიკური სიდიდე — თვისება, რომელიც ხარისხობრივი თვალსაზრისით საერთოა მრავალი ფიზიკური ობიექტისათვის (ფიზიკური სისტემა, მათი მდგომარეობები და მათში მიმდინარე პროცესები). მაგრამ რაოდენობრივი თვალსაზრისით ისინი ინდივიდუალურია თითოეული ობიექტისათვის. ობიეტქტების თვისებას ახასიათებს შემდეგი ფიზიკური სიდიდეები: მასა, სიგრძე, ელექტრული წინაღობა და ა. შ. სისტემის მდგომარეობას — წნევა, ტემპერატურა, მაგნიტური ინდუქცია და ა. შ. პროცესებს — სიჩქარე, სიმძლავრე და სხვა.
ფიზიკური სიდიდის რაოდენობრივი შეფასებისათვის (მისი მნიშვნელობის განსზღვრა მისთვის ერთეულად მიღებული რომელიმე რიცხვის სახით) სარგებლობენ გაზომვის სხვადასხვა მეთოდით. ფიზიკურ სიდიდეებს მინიჭებული აქვს ასოითი სიმბოლოები. ტერმინ „ფიზიკურ სიდიდეს“ იყენებენ არამარტო ფიზიკაში, არამედ სხვა მეცნიერებებშიც (ქიმიაში, ბიოლოგიაში და ა. შ.), როცა გამოსაკვლევი ობიექტების რაოდენობრივ შეფასებას ფიზიკური მეთოდებით ახორციელებენ.