ფოლკსშტურმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფოლკსშტურმი (გერმ. Volkssturm — „სახალხო შტურმი“) — ნაცისტური გერმანიის ეროვნული მილიცია (სამოქალაქო პირთა შეიარაღებული გასამხედროებული ფორმირება), რომელიც დაარსდა ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით 1944 წლის 25 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში. ფოლკსშტურმი არ ეკუთვნოდა ვერმახტს, ის ნაცისტურ პარტიის ორგანიზებით შეიქმნა და მას ემორჩილებოდა. ფოლკსშტურმში იწვევდნენ 16-დან 60-წლამდე მამაკაცებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მსახურობდნენ ვერმახტის რომელიმე ნაწილში. ფოლკსშტურმი წარმოადგენდა იოზეფ გებელსის მიერ გამოცხადებული მესამე რაიხის ტოტალური ომის პოლიტიკის ნაწილს, რომელიც გერმანიის ყოველგვარ დანებებაზე უარს აცხადებდა და ბოლომდე ბრძოლას აპირებდა ყველა იმ რესურსით, რომელიც მას ჯერ კიდევ გააჩნდა. ჰიტლერს და გებელსს სწამდათ, რომ გერმანია შეძლებდა, მოწინააღმდეგის სამხედრო ძალები გერმანელი ერის უდრეკი ნებისყოფით დაემარცხებინა. თუმცა რეალობა სხვა იყო, ყოველგვარი რესურსებისგან გამოფიტულ გერმანიას აღარ შესწევდა საბჭოთა წითელი არმიისა და დასაველელი მოკავშირეების ჯარების წინსვლის შეჩერება და ამიტომ ფოლკსშტურმი წარუმატებელ და თავიდანვე კრახისთვის განწირულ ბრძოლებს აწარმოებდა, რომელშიც დიდ დანაკარგებს განიცდიდა.
ფოლკსშტურმი Volkssturm | |
---|---|
ფოლკსშტურმის მსვლელობა, 1944 წლის ნოემბერი | |
აქტიური | 18 ოქტომბერი, 1944–8 მაისი, 1945 |
ქვეყანა | ნაცისტური გერმანია |
ტიპი | მილიცია |
ნაწილი | ნაცისტური პარტია |
მეთაურები | |
ცერემონიული მეთაური | იოზეფ გებელსი |